რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში დაიწყო

07 მარტი 2022, 14:30 822 ნახვა

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად.

გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, უკრაინულმა მხარემ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია დააფიქსირა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"დღეს უკრაინის დელეგაცია მიმართავს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სისხლისღვრის შესაჩერებლად ამ საქმეზე შემდეგი სიფრთხილის ზომების მიღების მიზნით:

რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომლებიც, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყო;

რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი კონტროლის ან გავლენის ქვეშ მყოფმა ნებისმიერმა სამხედრო და შეიარაღებულმა ქვედანაყოფმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინა საერთაშორისო სასამართლოსგან ითხოვს რუსეთის მიმართ დროებითი ზომების გამოყენებას. დღეს სასამართლო ისმენს უკრაინის არგუმენტებს, რომლებსაც რუსეთმა პასუხი უნდა გასცეს ხვალ, 8 მარტს.

ჰააგაში მიმდინარე სხდომას არ ესწრებიან რუსეთის წარმომადგენლები.

უკრაინამ რუსეთს 27 თებერვალს უჩივლა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში