უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი იწყება

07 მარტი 2022, 18:09 760 ნახვა

უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი, ბელარუსში რამდენიმე წუთებში, უნდა დაიწყოს.

ბოლო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება, თუმცა მოლაპარაკების ეს პუნქტი მალევე დაირღვა.

10 კი მარტს ანტალიაში სამმხრივი სამიტი გაიმართება, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიღებენ მონაწილეობას.

ომის დაწყებიდან მე-12 დღეს ისევ იბომბება უკრაინის ქალაქები და ისევ ისმის განგაშის სიგნალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში