ვოლოდიმირ ზელენსკის რონალდ რეიგანის თავისუფლების ჯილდო გადაეცა

07 მარტი 2022, 23:59 1561 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დააჯილდოვეს ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკისთვის განკუთვნილი მედალი უკრაინის ელჩს აშშ-ში, ოქსანა მარკოვას რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ რაიანმა გადასცა.

რაიანის განცხადებით, ეს ჯილდო ხაზს უსვამს ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერულ თვისებებს და მილიონობით უკრაინელის დაუმარცხებელ სულს, რომლებიც იცავენ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი და შთააგონონ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, იბრძოლონ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის.

თავისუფლების მედალი დაარსდა პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ფონდის მიერ 1992 წელს. იგი ენიჭება გამოჩენილ მსოფლიო მოღვაწეებს "მსოფლიოში თავისუფლების განვითარებაში მნიშვნელოვანი და მარადიული წვლილისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში