ხარკოვში რუსი გენერალი მოკლეს - უკრაინული მედია

08 მარტი 2022, 10:40 791 ნახვა

ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის 41-ე არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთის მეორე ომში, სირიის სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.

გენერლის მკვლელობის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში