ჟიტომირში რუსმა ოკუპანტებმა ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს - ზელენსკი

08 მარტი 2022, 12:19 808 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ოკუპანტებისთვის არ არსებობს არანაირი ფასეულობა, რომელსაც არ ეხებიან.

„ჟიტომირის რეგიონში მტერმა გაანადგურა 1862 წელს აგებული, ღვთისმშობლის შობის ტაძარი... ესენი ადამიანები არ არიან! იყო შეთანხმება ჰუმანიტარული კორიდორის შესახებ. იმუშავა ამან? არა. სამაგიეროდ, რუსულმა ტანკებმა იმუშავეს.

მათ ის გზაც კი ააფეთქეს, რომელზეც იყო შეთანხმება, რომ საკვები და მედიკამენტები უნდა გაეტარებინათ და ადამიანებამდე, ბავშვებამდე უნდა მიეტანათ მარიუპოლში. ისინი იმ ავტობუსებსაც კი ანადგურებენ, რომლითაც ხალხი გაჰყავთ ტერიტორიიდან. სამაგიეროდ, ხსნიან მცირე კორიდორს ოკუპირებული რეგიონებისკენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კიევთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მდებარე 1873 წელს აგებულ წმინდა გიორგის ტაძარზე მიიტანეს იერიში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში