რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს უკრაინაში დიპლომატიური მისიების შენობები - უკრაინის საგარეო უწყება

08 მარტი 2022, 15:20 1162 ნახვა

მარიუპოლში, რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა შენობაზე, რომელშიც საბერძნეთის გენერალური საკონსულო და ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისია განთავსებული, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ხარკოვში მდებარე საკონსულოები, რომლებშიც სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობები იყო განთავსებული.

„რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა დიპლომატიური მისიების შენობებზე არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების ვენის კონვენციების უხეში დარღვევა“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში