საქართველოს და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა

09 მარტი 2022, 11:00 1032 ნახვა

თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა იყო მთავარი საკითხი, რომელზეც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თურქ  კოლეგასთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო  განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება, სადაც ფარმაცევტული საწარმოების ასოციაციისგან თურქული ფარმაცევტული ინდუსტრიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში