ომი უკრაინაში - ჩერნოვეცკის გამოხმაურება

09 მარტი 2022, 14:06 1051 ნახვა

ომი კი არა, ძალის დემონსტრირებაა - ასე  გაამართლა კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ   ჩერნოვეცკიმ უკრაინაში რუსეთის აგრესია. 

ფეისბუქში უკრაინის დედაქალაქის ყოფილი მერი  წერს, რომ პუტინს უკრაინაში ომი არ გაუჩაღებია,  ხოლო  უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას იგი ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს. 

ომი - ეს როცა ერთ ქვეყანას სურს მეორის დაპყრობა.  ახლა  ურტყამენ  სამხედრო დაჯგუფებებს, რომლებიც ცდილობდნენ დონეცკისა და ლუგანსკის  დაპყრობას. ეს მხოლოდ ძალის დემონსტრირება და სამხედრო ობიექტებზე იერიშია

როცა ლუგანსკისა და დონეცკის  საზღვრებს აღიარებენ, ყველაფერი მაშინვე, იმ წამსვე  დასრულდება.  ეს შეიძლებოდა და უნდა  გაკეთებულიყო 8 წლის წინ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვისა და მოსახლეობის დაშინების ნაცვლად - წერს ჩერნოვეცკი.

იგი რუსეთს  უკრაინელების პირად მტრად არ მიიჩნევს და უკრაინელებს მოუწოდებს ნუ აიღებენ ხელში იარაღს და ნუ დაუჯერებენ მედიას. შეგახსენებთ,  რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად, ცხოვრობს ქობულეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში