უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 71 კი დაიღუპა

10 მარტი 2022, 19:16 562 ნახვა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, 10 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 71 კი დაიღუპა.

„რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის, რუსი „ბოევიკების“ ქმედებებისთვის, ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა გადაჭარბებულ ფასს იხდის - ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. მე დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნებმა გააკეთონ ყველაფერი რუსული ტერორიზმის შესაჩერებლად და დახურონ ცა უკრაინის თავზე“, - განაცხადა დენისოვამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში