ცნობილმა რუსმა პიანისტმა მოსკოვში თავი McDonald's-ის კარზე მიიბა

13 მარტი 2022, 23:01 4519 ნახვა

მოსკოვში პიანისტმა ლუკა ზატრავკინმა, მხატვარ ნიკას საფრანოვის ვაჟმა  McDonald’s-ის კარზე თავი ხელბორკილით მიიბა. ამით მან გამოხატა პროტესტი კომპანიის რუსული ბაზრიდან გასვლის წინააღმდეგ.

რუსულ მედიაში ვრცელდება ფოტოები, თუ რა ვითარება იყო McDonald’s-ის ობიექტებზე მოსკოვში, რუსეთის ბაზარზე კომპანიის ყოფნის ბოლო დღეს.

 

მოსკოვში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ობიექტზე დღეს მომხმარებელთა ტალღას ვერ აუდიოდნენ.

ცნობისთვის, McDonald’s-ი რუსეთში 1990 წლის 31 იანვარს შევიდა და საბჭოთა კავშირის პირობებში პირველი ქსელური წარმოება იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში