ბიუროს სხდომა

26 დეკემბერი 2016, 00:00 2693 ნახვა

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი  ხვალ რიგგარეშე სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. ხვალვე უმაღლესი საბჭოს წევრები მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შექმნაზე  იმსჯელებენ. ფონდში 25 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული და თანხა ძირითადად ექვსივე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ხვალვე დეპუტატებმა დავით თარხან მოურავის ადგილმონაცვლის ზაზა ოქუაშვილის უფლებამოსილება უნდა ცნონ. გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელზეც  სამი საკითხი განიხილეს.

ამავე კატეგორიაში