მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი - პრეზიდენტი 

14 მარტი 2022, 12:55 1200 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, დააბრუნოს უკრაინის ელჩი საქართველოში. 

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე პასუხი უკვე გაცემულია და განხილვებში არ შევა. 

''მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია. კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი პირველ მარტს გაიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში