პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში

14 მარტი 2022, 15:04 1088 ნახვა

“დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს! უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს.

ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს” – სალომე ზურაბიშვილმა თავის ნახევარ საათიან გამოსვლაში დეპუტატები გააკრიტიკა და თქვა, რომ არ ესმის ამ ეტაპზე როგორ კარგავენ დროს ქიშპობაზე, კინკლაობასა და დაპირისპირებაზე.

ასევე აღნიშნა, რომ ახლა საზოგადოება მათზე ბევრად ფხიზელი და შეგნებულია. მოხსენება  წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო, ზურაბიშვილი პარლამენტში საქართველოში უკრაინის ელჩის წარმომადგენელთან ერთად მივიდა და პრეზიდენტ ზელენსკის როგორც მეგობარს და კოლეგას,  მიმართა, დააბრუნოს საქართველოში უკრაინის ელჩი.  

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნაზეც. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში