საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციოში უჩივის

15 მარტი 2022, 19:49 941 ნახვა

ვინ დაარღვია კონსტიტუცია ? პრეზიდენტმა, რომელიც მთავრობის მოთხოვნას არ დაემორჩილა თუ ხელისუფლებამ, რომელმაც მას უარი უთხრა ევროპაში ვიზიტების გამართვაზე ? როგორც პრემიერი აღნიშნავს,  პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა კონსტიტუციის მიხედვით, უნდა თანხმდებოდეს ქვეყნის მთავრობასთან. ახლა, საკითხი დგას უჩივლებს თუ არა ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს საკონსიტიტუციო სასამართლოში. მმართველი გუნდის ამ პოზიციას, ოპოზიცია პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, რადგან ვიზიტი უკავშირდებოდა პირად შეხვედრებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში