ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე - კობახიძე უკრაინაში ვიზიტზე

16 მარტი 2022, 14:20 933 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ვიზიტის თემას, ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის ჩვენც, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი. როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, ამის შემდეგ გავახმოვანებთ ჩვენს პოზიციას“, - აცხადებს კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში