საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

16 მარტი 2022, 14:49 701 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების დახმარებას სახელმწიფო განაგრძობს, მათ შორის მათ ორგანიზებულ გამომგზავრებას სამშობლოში.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში