ოკუპანტებმა მარიუპოლში თეატრის შენობა დაბომბეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს

16 მარტი 2022, 21:18 1366 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ავიაციამ დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა, რომელსაც ათასობით ადამიანი აფარებდა თავს.

დაბომბვის შემდეგ დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევებმა კი თავშესაფრის შესასვლელი გადაკეტა.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ზუსტდება. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში