მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა

17 მარტი 2022, 11:34 1013 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დილიდან თოვს.  მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა,  ხოლო შედარებით  დაბალ სოფლებში 20 სანტიმეტრამდეა.

ინტენსიური თოვის გამო გუშინ ზვავი განვითარდა ხულოში  სოფელ ღორჯომის ცენტრალურ გზაზე სადაც მოძრაობა უკვე აღდგენილია  და მაღალი ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. 

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით,  მაღალი ზონის სოფლებში 12 ერთეული ტექნიკა მუშაობს. რაც შეეხება ელექტროენერგიას ამ მხრივ შეფერხებები არ არის. 

ქედაში გადაადგილება თემების ცენტრამდე მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. თოვლმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები.

ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში