საქართველოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბათუმში გაიმართება

17 მარტი 2022, 11:55 1041 ნახვა

კიევიდან თბილისში, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კი ღარიბაშვილი - უახლოეს საათებში საქართველოში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა.

პრემიერი მორავიცკი განიხილავს საქართველოს ჩართულობას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის რეალიზაციაში.

ამის გარდა, საუბარი იქნება, კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგებზეც.

პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც,  კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განაცხადს.

არსებული ინფორმაციით ორი ქვეყნის მაღალჩინოსნები პირისპირ და გაფართოვებული ფორმატების შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ მედიისთვის, სავარაუდოდ 14 საათზე.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ  კითხვა-პასუხის რეჟიმი გათვალისწინებული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში