გადაწყვეტილება 6 ივლისის საქმეზე

17 მარტი 2022, 18:24 1022 ნახვა

6 ივლისის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე, პროკურატურის ინფორმაციით ი.ყ. თბილისის საქალაქო სასამართლომ  დამნაშავედ ცნო.  მოსამართლემ სრულად გაიზიარა საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ვერსიით, 2021 წლის 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე ი.ყ.-მ სატელევიზიო კომპანია „პალიტრა ნიუსი-ს“ ვიდეო ოპერატორი  ბექა მშვილდაძე  მიიჩნია ლგბტქ თემის მხარდამჭერად და ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით და ძალადობით ოპერატორის  დევნა განახორციელა და შეეცადა დაზარალებულისთვის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლას, მათ შორის იმ მიზნით, რომ ბექა მშვილდაძეს  არ განეხორციელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება.   თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ყ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში