უმაღლეს საბჭოში უკრაინის ტექსტზე შეთანხმდნენ

17 მარტი 2022, 20:13 1252 ნახვა

უკრაინისადმი სოლიდარობის რეზოლუციას, რომელიც ოპოზიციის მიერაა ინიცირებული აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აუკრძალა. რასაც უარყოფენ ქართული ოცნების დეპუტატები და ამბობენ, რომ  რუსულ აგრესიას გმობენ, რასაც საჯაროდაც აფიქსირებენ.  რეზოლუციის ტექსტს კი მხარი აჭარის კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის გამო არ დაუჭირეს, საუბარია უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაზე. დავით ბაციკაძის თქმით, მზად არიან ხელი მოაწერონ საერთო განცხადებას სადაც რუსულ აგრესიას კიდევ ერთხელ დაგმობენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ უკრაინას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში