პუტინი მკვლელი დიქტატორი და სუფთა ავაზაკია, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენი

17 მარტი 2022, 23:28 1450 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი დიქტატორი და სუფთა ავაზაკი უწოდა. პრეზიდენტის კომენტარს "სიენენი" ავრცელებს.

"პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ". პუტინი დიდ ფასს იხდის თავისი აგრესიისთვის და ეს არის იმის ნაწილი, რის გამოც, ეს ფასი ასე მაღალია", - განაცხადა ბაიდენმა.

შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ირლანდიასთან მეგობრობის აღსანიშნავ ყოველწლიურ ღონისძიებაზე გააკეთა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა ირლანდიელების განსაკუთრებული წვლილი უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

მანამდე ჯო ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში