უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია არ მიიღო

18 მარტი 2022, 15:02 1154 ნახვა

კიდევ ერთი შეცდომა რომელიც ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში დაუშვა - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

რეზოლუციის ინიციატორი ნაციონალური მოძრაობის წევრები ჯერ კიდევ გუშინ გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ითხოვდნენ უმრავლესობის მხარდაჭერას. მათ კი გუშინვე განემარტათ, რომ მსგავსი სახით დოკუმენტის მხარდაჭერა უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის სცილდებოდა.

ოპოზიცია კი გუშინაც და დღესაც ამბობს, რომ ეს სიცრუეა. მათ მაგალითად მოჰყავთ ქალაქ ტერნოპოლთან გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ერთ ერთი პუნქტი ურთიერთ მხარდაჭერას გულისხმობს.

უმრავლესობის წევრებს დღეს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში