ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის დაახლოებით 14 ათასი მოქალაქე იმყოფება - ანდრეი კასიანოვი

18 მარტი 2022, 18:20 809 ნახვა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, 24 თებერვლამდე და მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინის დაახლოებით 14 ათასი მოქალაქე იმყოფება.

"ის მონაცემები, რომელიც გვქონდა და მუდმივად განახლებადია, 24 თებერვლამდეც იყვნენ ჩამოსულები და ომის მერე, 14 ათასია. საკითხი გვარდება საქართველოს მთავრობასთან და გაეროს ოფისთან, რომ მალევე მოხდეს ამის გადაჭრა, ასევე სხვა პარტნიორებთან და დიპლომატებთან ერთადაც. რადგან ომი მიმდინარეობს, ზუსტი რიცხვი რაოდენობასთან დაკავშირებით არ არსებობს, რადგან სულ იზრდება იმ ადამიანების მოთხოვნა, რომ მოვიდნენ უსაფრთხო ადგილას.

დარწმუნები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩვენ ამ საკითხის გადაჭრას შევძლებთ, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ გაეროსთან და ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ ოფიციალური შესაძლებლობა აქ ყოფნის. ქართული ოჯახები, რომლებიც გვღებულობენ აქ საქართველოში, უღრმესი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის. უკრაინა და საქართველო მოძმე ერია, როგორც სიხარულში, ისე გაჭირვებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამარჯვება ჩვენი საერთო იქნება“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში