უკრაინაში მოკლული ქართველების ცხედრებს პოლონეთში გადაასვენებენ

20 მარტი 2022, 19:24 1143 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველების ცხედრებს რამდენიმე საათში პოლონეთში გადაასვენებენ. სწორედ პოლონეთიდან მოხდება დაღუპული გმირების სამშობლოში ჩამოსვენება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ოკუპანტებთან ბრძოლისას ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ, რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, ის რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ დაბომბვას ქალაქ მარიუპოლში ემსხვერპლა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში