25 მილიონიანი სპეციალური ფონდი

27 დეკემბერი 2016, 00:00 1867 ნახვა

 უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დღეს სპეციალური ფონდი დაამტკიცეს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს. ამისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. ფონდის შექმნას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, ერთიან ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, აღნიშნულ თანხას  მთავრობა მიზნობრივად არ დახარჯავს და წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განმარტებით კი თანხა 6-ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს და გაუთვალისწინებელი ღონისძიებებისთვის დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში