როდის გადმოასვენებენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში ჯერ უცნობია

21 მარტი 2022, 18:18 1144 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიჭრა - გიორგი ქუფარაშვილი მარიუპოლშია, რომელიც რუს ოკუპანტებს ბლოკირებული აქვთ. გიორგი ქუფარაშვილთან ბოლო საათებია კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება, რადგან პუტინის დანაყოფებმა ანძები ააფეთქეს და კომუნიკაციის დამყარება გართულებულია. ქუფარაშვილი გამოცდილი მებრძოლია, ის წლების განმავლობში კოჯრის სპეც დანიშნულების რაზმში მსახურობდა. რაც შეეხება უკრაინაში დაღუპულ ქართველებს გიორგი ბერიაშვილს, დავით რატიანს და ბახვა ჩიქობავას ესპანეთში ქალაქ კარაგონაში მცხოვრებმა უკრაინელებმა  პატივი მუხლმოდრეკით მიაგეს.  შეკრებილებმა  სახელებით და გვარებით მოიხსენიეს თითოეული მათგანი და უკრაინის დროშები დაუშვეს. დავით რატიანის და გია ბერიაშვილის ცხედრებს  ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი პირდაპირი რეისით საქართველოში ჩამოასვენებენ. ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ქალაქი ისევ მტერს იგერიებს.დავით რატიანი და გია ბერიშვილი ქალაქ ირპერთან  დაიღუპნენ,  ბახვა ჩიქობავა მარიოპოლში ოკუპანტების ბომბებს ემსხვერპლა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში