ქედაში ბიუჯეტი 2017 დამტკიცდა

27 დეკემბერი 2016, 00:00 3153 ნახვა

ქედის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 17 დეპუტატმა დაუჭირა. ფრაქცია „ბურჯანაძე დემოკრატების“ დეპუტატი მურმან დავითაძე ამბობს, რომ ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან პრობლემებს არ ასახავს. ოპოზიციის მოთხოვნა იყო  სოფელ ჭინკაძეებში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, ქედის ისტორიული მუზეუმის გადახურვა და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით ბიუჯეტში შენიშვნების გათვალისწინება კორექტირების შემდეგ მოხდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 8 მილიონ 157 ათას 700 ლარია. 

ამავე კატეგორიაში