ბათუმში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება

22 მარტი 2022, 11:32 1162 ნახვა

ბათუმში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება.

პროექტის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა.

კაეფსის-ს წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.

აჭარის მტავრობის ინფორმაციით, გერმანულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რაც მეხუთე ფაზის პროექტის 78.8 მლნ ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროექტი გულისხმობს  წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში