გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში სწორი ნაბიჯები გადადგა

22 მარტი 2022, 11:43 1888 ნახვა

„ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი, როგორსაც გადადგამდა ყველა პატრიოტული ხელისუფლება“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა აჭარის მაუწყებელზე, გადაცემა თავისუფალ სივრცეში  განაცხადა.

გრიგოლ  ვაშაძის  მოსაზრებით, უკრაინასთან მიმართებით ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ხელმოწერით, რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვასა და რუსეთის წინააღდეგ ჰააგაში გამოძიების დაწყებაზე  მხარდაჭერით  გამოიხატა.

ვაშაძის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ  პარლამენტშიც. იგივეს ფიქრობენ გირჩშიც. ამბობენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუხედავად ხელისუფლების არასწორი განცხადებებისა, მისი კრიტიკა უკრაინასთან მიმართებით არასწორი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში