სტაბილური ეპიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი

23 მარტი 2022, 11:42 920 ნახვა

ეპიდვითარება სტაბილურია, თუმცა კორონავირუსი არსად წასულა - ასეთია ინფექციონისტებისა და  ეპიდემიოლოგების შეფასება. 

მედიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი ტემპი თუ შენარჩუნდა   გეგმა  უკვე  მეორედ  ჩავარდება. 

ეროვნული გეგმა კი ზაფხულამდე მოსახლეობის 70 პროცენტის  აცრას  ითვალისწინებს.

ინფექციონისტები  ვაქცინაციის კამპანიის  გააქტიურების და  მოსახლეობასთან შეხვედრების  საჭიროებაზე  საუბრობენ.

თვის ბოლოს ამერიკული  წარმოების  ფაიზერის  400 ათას დოზა ვაქცინას  ვადა  გასდის.

რამდენიმე დღეში ქვეყანაში  ამ წარმოების აცრების ახალი  დოზები  შემოვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში