ქობულეთში "ალტ-ინფოს" ოფისთან დაკავებულ პირებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

23 მარტი 2022, 21:41 1335 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში "ალტ-ინფოს" ოფისთან დაკავებულ პირებს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.  

გუშინ, ქობულეთში ადგილობრივების და "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ორგანიზაციის მხარდამჭერი, 12 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 6 პირი კი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქობულეთის რაიონული სამმართველო, გუშინ გვიან ღამემდე და დღეს მთელი დღის განმავლობაში, აწარმოებდა სამოქალაქო აქტივისტების და მოძალადე ჯგუფების დაკითხვის პროცესს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია, ფოტო და ვიდეო ჩანაწერები", - აცხადებენ უწყებაში.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მომხდარის დროს, ისინი ფიზიკურად დაშავდნენ. ჩაუტარდათ ექსპერტიზაც. 

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის, 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში