ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ უკრაინის გასაძლიერებლად და დასახმარებლად, ეხმარება საქართველოსა და მოლდოვას - სლოვენიის პრემიერი

24 მარტი 2022, 13:45 786 ნახვა

სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, ჯანეზ იანშას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ იგრძნოს მეგობრების მხარდაჭერა. როგორც პრემიერი აცხადებს, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად ოთხი რამ სჭირდება.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც დღეს უკრაინის გასაძლიერებლად და დასახმარებლად კეთდება, ასევე ეხმარება საქართველოსა და მოლდოვას.

"მე პირადად არ მჯერა, რომ რუსი სამხედროები გამოიყენებენ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს მიზნობრივად ტაქტიკური მიზნების მისაღწევად. ეს იქნება საკუთარ მუხლებში სროლა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ უკრაინის გასაძლიერებლად და დასახმარებლად რომ დაიცვას თავი, ეს ასევე გარკვეულწილად ეხმარება მოლდოვას და საქართველოს. პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, ამ გამოწვევების მიმართ პოლიტიკურ პასუხზე, ვფიქრობ, წინასწარი მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ძალიან სასარგებლოა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას“, – განაცხადა ჯანეზ იანშამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში