საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის - რატი ბრეგაძე

24 მარტი 2022, 14:09 895 ნახვა

რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. ამას შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია.

„როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დავაშიც ჩვენი უწყებაა ჩართული.

საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია. საბოლოო კომენტარების გაკეთება მხოლოდ ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ შეგვეძლება.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ მის გამოქვეყნებას, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, აქ არ არის მკაცრად წინასწარ გაწერილი ვადები, ამაზე გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, მიიღებს სასამართლო. მას შემდეგ რაც საქმეზე იქნება გადაწყვეტილება, შემდეგში ჩვენც გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით კომენტარს.

ნებისმიერი საქმის განხილვას აქვს სხვადასხვა ეტაპები, ჯერ განიხილება მისაღებობა, შემდეგში საქმე განხილვის არსებით ეტაპზე გადადის და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ეს არის სამართლებრივი პროცერსის ერთ-ერთი ნაწილი. ორი საქმეა, ეს შეეხება გელაშვილის ეპიზოდს და გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას. სარჩელი იყო მიღებული, წარმოება მიმდინარეობდა და გადადის განხილვის არსებით ეტაპზე"- აცხადებს ბრეგაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში