განცხადება ტუბერკულოზზე

24 მარტი 2022, 20:34 1030 ნახვა

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა შემდეგ კი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და  მიმდინარე გამოწვევები განიხილა. ასევე გაეცნო განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად მინისტრმა გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.  2022 წლის მონაცემებით, საქართველოში  ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული - დღეს  ეს დიაგნოზი 1643 პაციენტს აქვს.    ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ შენობებშია განთავსებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში