დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს - სალომე ზურაბიშვილი

25 მარტი 2022, 11:03 1164 ნახვა

დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ, საერთაშორისო მხარდაჭერას“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში