რეზოლუცია სირიაზე

28 დეკემბერი 2016, 00:00 2451 ნახვა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა „სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული დოკუმენტი, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების მიღებას ეხება, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის. რატიანის თქმით, განცხადების პროექტის 2017 წელს განხილვა დაგვიანებული და არაადეკვატური იქნება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საკითხის მნიშვნელობას ყველა იზიარებს და საქართველოს სირიის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სხვადასხვა ფორმატში აქვს გამოხატული.

ამავე კატეგორიაში