ბათუმში მეწარმეებისთვის ციფრული მარკეტინგის 4-დღიანი პოგრამა ხორციელდება

26 მარტი 2022, 17:54 1350 ნახვა

„ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია, ონლაინ ვაჭრობა“ - როგორც ბიზნესის ახალი შესაძლებლობა.

ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებზე ჯამში 75  მცირე თუ დიდი მეწარმისთვის ბათუმში 4- დღიანი პროგრამა ხორციელდება.  სწავლების ერთი ნაწილი საქპატენტის მუშაობის პრინციპს დაეთმო. მეორე ნაწილი კი ონლაინ ვაჭრობას და  მის შესაძლებლობებს. კერძოდ, თუ  როგორ გამოიყენოს მეწარმემ  სოციალური ქსელები და ფეისბუქ რეკლამა საკუთარი ხელნაკეთი თუ სხვა პროდუქტის, მათ შორის, ტურისტული სერვისის გაყიდვისთვის.

 Amazon Export Hub-ის დამფუძნებელი ლევან მოლაშვილი ამბობს, რომ კომპანიების მომავალს უკვე დიდწილად არა ტრადიუციული ბაზრები და რეკლამა განსაზღვრავს, არამედ ონლაინ სწორი მარკეტინგი. ეს კი ბიზნესისთვის ახალი, შედარებით ნაკლებ დანახარჯებზე დაფუძნებული შესაძლებლობაა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში