საიუბილეო გამოფენა

28 მარტი 2022, 18:34 1490 ნახვა

ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში გრაჩ სეჩენიანის 105 წლისადმი მიძღვნილი  საიუბილეო გამოფენა  მოეწყო. მხატვრის პირად ფოტო არქივთან ერთად 20-მდე ფერწერული ტილო, პეიზაჟი და პორტრეტია  გამოფენილი. ძირითადი თემატიკა გაზაფხულია. გრაჩ სეჩინიანის 200 მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია დაცული ხარიტონ ახვლოედიანის მუზეუმის ფონდში. მხატვარი, მოქანდაკე და კომოპოზიტორი წერდა მუსიკას კამერულ ორკესტრისთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული ბათუმში არაერთი შენობის,  მათ შორის ბულვარის კოლონადისა და გაზეთ აჭარის ყოფილი რედაქციის კაპიტელების მშენებლობაში.1941 წელს ის აირჩიეს საქართველოს მხატვართა კავშირის წევრად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში