ლარიზაციის გეგმა

28 დეკემბერი 2016, 00:00 2104 ნახვა

მთავრობის ლარიზაციის გეგმის ფარგლებში ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს საკანონმდებლო ორგანოში დღეს განიხილავენ.  ცვლილებათა პაკეტში საუბარია რამდენიმე ძირითად  მიმართულებაზე.   მათ შორის 100 ათასი ლარის ფარგლებში სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემასა და ფასების მხოლოდ ლარში განსაზღვრაზე. ამასთან, ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კერძოდ, ფასის ლარში გამოხატვის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. როგორც  მმართველ გუნდში   აცხადებენ,  კანონპროექტის მიზანია  სასესხო-საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა. საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ლართან დაკავშირებით ეკონომიკური გუნდის მისვლას ითხოვს, რასაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება.

ამავე კატეგორიაში