სამუშაო შეხვედრა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის წევრებთან

29 მარტი 2022, 11:28 638 ნახვა

ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დელეგაცია იმყოფება. გაიმართა სამუშაო შეხვედრა, მერიისა და კაეფდაბლიუს წარმომადგენლებს შორის, რომელზეც ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საკითხი და მის დაფინანსებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები განიხილეს. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შეფასება და მეხუთე ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ფინანსურ და შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებული სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება შემდეგი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით.

პროექტის ჯამური ღირებულება 80 მილიონამდე ევროს შეადგენს, რაც გათვალისწინებულია მეხუთე ფაზის სამუშაოების განხორციელებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში