აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა

29 მარტი 2022, 20:36 1046 ნახვა

,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. დოკუმენტით ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში არსებულ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში, გრანტის გაცემის უფლებამოსილება ენიჭებათ. რაც შეეხება მეორე ინიციარივას ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების  თანახმად, პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტების ავტორები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე  და დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი არიან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში