შეხვედრა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან

30 მარტი 2022, 11:48 628 ნახვა

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილ აგრესია - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აცხaდებს, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც მან პოლონელ კოლეგასთან და ამავდროულად ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კატეგორიულად გმობს ამ აგრესიას, რითაც მინისტრის შეფასებით, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ეს ყველაფერი დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგს, ასევე  ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი ნათლად ადასტურებს, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს განსაკუთრებით ამ მძიმე დროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში