სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება - ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის პრესმდივანი

31 მარტი 2022, 10:12 955 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილი  გამოთქვა და რეფერენდუმიც დაანონსა.

”რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება””, – ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განაცხადა.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილსაა დანიშნული.  

„ყველა იურიდიული პროცედურა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტოს არჩევნების შემდეგ დასრულდება“, – განაცხადა გასიევამ.

ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ცხინვალში რეფერდუმის ჩანიშვნას დროშებით შეხვდნენ. ოკუპირებულ აფხაზეთში კი აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურთ- ამაზე დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ისაუბრა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში