ე.წ. რეფერენდუმი და პოლიტიკური შეფასებები

31 მარტი 2022, 12:00 910 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის განცხადება  შეაფასეს პარლამენტში. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ  რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე პროვოკაციები გააქტიურდა და მათი თქმით,  ეს არ არის მსგავსი კონტექსტის პირველი  განცხადება. აღნიშნავენ, რომ მთავრობა  ეროვნული ინტერესებიდან და ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ოპოზიციის თქმით, კი რუსეთი მისი ინტერესების დაკმაყოფილებას ყოველთვის ცდილობს და მათ ოკუპანტი ქვეყნის შეჩერების იმედი არ აქვთ.

ამბობენ, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში