ვიზიტი აშშ-ში

01 აპრილი 2022, 10:14 797 ნახვა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს  და ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით,  მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და უკანონო დაკავების ფაქტებზე.

ასევე განიხილეს უკრაინაში  საომარი მოქმედებები,  შექმნილი  მდგომარეობა და მისი გავლენა  რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამმხრივი დიალოგის შეხვედრა აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში