ფაიზერით ვაქცინაცია დროებით შეჩერებულია - აჭარაში ახალ დოზებს ელოდებიან

01 აპრილი 2022, 11:10 1178 ნახვა

დღეიდან აჭარაში ფაიზერით აცრა დროებით შეჩერებულია, ვაქცინაციის ცენტრებში ახალ დოზებს ელოდებიან. აქამდე არსებულ ვაქცინას მოქმედების ვადა გუშინ გაუვიდა  და ის მოხმარებიან ამოღებული და განადგურებულია. 

როდის მიიღებენ აჭარაში ფაიზერის ახალ დოზებს ჯერ-ჯერობით უცნობია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ აკონკრეტებენ ვაქცინის რამდენი დოზა გაფუჭდა.

ამცრელ პუნქტებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში აცრის დინამიკა საგრძნობლად შემცირებულია და დღეში დაახლოებით 15 დოზა ვაქცინა  კეთდება, ისიც ძირითადად მეორე და ბუსტერ დოზებია.

ამ დროისთვის მოქალაქეებს საშუალება ეძლევად აცრა გაიკეთონ ასტრა ზენეკათი, ასევე   სინოფარმით და სინოვაკით. გუშინ ქვეყანაში ათას  625 აცრა ჩატარდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში