„სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში

01 აპრილი 2022, 14:01 912 ნახვა

2 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს აფასებს  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. ორგანიზაციის დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად არ წარმართულა, შედარებით აქტიური კი მმართველი პარტია იყო. თუმცა მესამე სექტორის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი კონკურენტული იყო ბათუმში, სადაც ხვალ მეოთხე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლები საკრებულოს წევრს აირჩევენ ბათუმის საკრებულოში. ახლა რაც შეეხება  დარღვევებს, რომლებზეც საუბარია ანგრიშში.

ორგანიზაცია მმართველო პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მიუთითებს და ასახელებენ კონკრეტულ მაგალითებსაც. 

დოკუმენტის ავტორების თქმით, ამ კატეგორიის პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო კამპანიის მიწურულს ბათუმში მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ- ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის შესახებ. 

კონკრეტულად კი, ორგანიზაცია დარღვევად აფასებს, მათ შორის  რამდენიმე  დღის წინ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანოსნებულ ავარიული სახლების პროგრამას. 

ანგარიშში მოხვდა ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდა, რაც ორგანიზაციის შეფასებით კითხვებს აჩენს,  ვინაიდან 89-ე საარჩევნო უბანზე ერთ დღეში  371-ით გაიზარდა მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს არის  ე.წ-ლი ოცნების ქალაქში მიმდებარე ტერიტორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში