საქართველოში შუალედური არჩევნები ტარდება

02 აპრილი 2022, 07:56 1135 ნახვა

საქართველოში შუალედური არჩევნებია. მოსახლეობა ბათუმის მე-4ოლქში საკრებულოს წევრს, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში პარლამენტის მაჟორიტარს ირჩევს.

ბათუმში, კენჭისყრა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. ხმის მიცემა და დათვლა ელექტრონული საშუალებებითაა შესაძლებელი. თოთხმეტივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.

ბათუმში ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე, „ნაციონაური მოძრაობიდან“ კი მათე ფუტკარაძე უპირისპირდებიან. რაც შეეხება რუსთავსა და გარდაბანს, მაჟორიტარობის კანდიდატები არიან : მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე; N​41 –„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი შატაკიშვილი და N59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში