თორნიკე რიჟვაძეს საარჩევნო კოდექსის არცერთი მუხლი არ დაურღვევია - ლადო მგალობლიშვილი

02 აპრილი 2022, 13:50 1354 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს საარჩევნო კოდექსის არცერთი მუხლი არ დაურღვევია.

"მინდა გამოვეხმაურო ბატონი გიორგი სიორიძის განცხადებას, თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არცერთი მუხლი არ დაურღვევია. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად არჩევნების დღეს აკრძალულია მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო რეკლამის გაშვება ეთერში. დანარჩენი სხვა მოწოდება არის ნებადართული. თუ ეს არ იცის ბატონმა სიორიძემ ეს არის არაკომპედენტურობა და ძალიან დიდი სირცხვილი", - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი. 

ლადო მგალობლიშვილი ამ განცხადებით, გიორგი სიორიძის ბრიფინგს გამოეხმაურა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში